Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

აკრედიტებულია პერუს რესპუბლიკაში, სურინამის რესპუბლიკაში, კოლომბიის რესპუბლიკაში, გაიანას კოოპერატიულ რესპუბლიკაში და ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკაში

„ღვინის ნულოვანი მერიდიანი“- ს ჩვენება ბრაზილიაში

2019 წლის 1-4 აგვისტოს, ქ. ბრაზილიის მთავარ კონოტთეატრში გაიმართა საერთაშორისო კულინარიული ფილმების ფესტივალი. საელჩოს ორგანიზებით ფესტივალის ფარგლებში, 2 აგვისტოს მაყურებლის წინაშე წარდგენილ იქნა ქართველი რეჟისორის, ნანა ჯორჯაძის დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“.

ფილმში წარმოდგენილია მეცნიერულად დადასტურებულ მასალა ქვეყნის მდიდარი ღვინის კულტურის შესახებ. მოთხრობილია საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და ამ მიმართულებით ზოგადად ქვეყნის დიდი ტურისტული პოტენციალის შესახებ, რითაც მაყურებელი გაეცნო უძველეს ქართულ ტრადიციების ღვინის დაყენებისა და ფოლკლორული ღისშესანიშნაობების შესახებ. 
ფილმი გადაღებულია კომპანია „ხეცურიანის მარნისა“ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

კინოსეანსის დასრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა დაეგემოვნებინა ქართული ღვინო.