საელჩოში საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილე აღინიშნა
2019 წლის14 მარტს, საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად, საელჩოში გაიმართა ღონისძიება, რომელზეც მოწვეული იქნენ ბრაზილიის მასმედიის, საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ელჩმა - დავით სოლომონიამ, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაციას საქართველოში პარლამენტარიზმისა და ქვეყნის საპარლამენტო ცხოვრების შესახებ. ასევე მოეწყობა ქართული ღვინისა და კერძების დაგემოვნება.