მისასალმებელი სიტყვა
ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე ჩემს ქვეყანას ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე, საიდანაც, როგორც ადგილსამყოფელი ქვეყნის საელჩოდან, ასევე ვფარავ პერუს, კოლომბიას, გაიანას კოოპერატიულ, სურინამისა და ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკებს. ამასთანავე, აკრედიტებული ვარ CARICOM-ის ორგანიზაციაში, როგორც საქართველოს წარმომადგენელი.
ჩემი კარიერის დიდი ნაწილი ჩემს კოლეგებთან ერთად საქართველოსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას მივუძრვენი.
სიამაყით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ოთხი ათეული წლის თანამშრომლობის მასშტაბები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეს გამოიხატება პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმისა და სხვა სფეროებში მიღწეული შედეგებით.
2015 წლიდან საქართველოსა და ბრაზილიის მოქალაქეებს შეუძლიათ 90 დღის განმავლობაში უვიზოდ იმოგზაურონ ქვეყნებს შორის. საზღვრის კვეთის გამარტივებული რეჟიმი კიდევ უფრო აძლიერებს და აღრმავებს ქართველებსა და ბრაზილიელებს შორის თანამშრომლობასა და მეგობრობას. აღნიშნული გამარტივებული სავიზო პროცედურები 2024 წლიდან, ასევე, ეხება პერუს რესპუბლიკას.
ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოსა და ადგილსამყოფელი და გადაფარვის ქვეყნებს შორის ორმხრივი შეხვედრების ინტენსივობამ ყველა დონეზე განსაკუთრებულად მაღალ ნიშნულს მიაღწია. როგორც შედეგი, გაძლიერდა ქვეყნებს შორის ურთიერთობები და ახალ საფეხურზე გადავიდა, რისი დასტურიცაა მაღალი დონის დიალოგის დაწყება სტრატეგიულ საკითხებზე. ეს პლატფორმა წარმოადგენს ჩვენს სურვილს, გავაღრმაოთ პარტნიორობა და თანამშრომლობა რეგიონის გეოგრაფიულად და ეკონომიკური განვითარებით როგორც უმსხვილეს ქვეყანასთან, ასევე - გადაფარვის ქვეყნებთან.
განსაკუთრებით მინდა, ავღნიშნო ზემოხსენებული ქვეყნების მხრიდან საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის აქტიური მხარდაჭერა, მათ შორის გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.
ჩემი და ჩემი გუნდის სახელით ვაცხადებ სრულ მზაობას, ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი წინამორბედების გზა ისტორიული მეგობრობის შენებაში, მივაღწიოთ საერთო კეთილდღეობასა და უზრუნველვყოთ მშვიდობიანი მომავალი. ასევე, სწორი პოზიციონირება გაუწიოთ ჩვენს ქვეყანას და დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების უფლებები.
როგორც საქართველოს ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მზად ვარ ჩემი ძალისხმევა მივუძღვნა ამ კეთილშობილურ საქმეს და ველი ნაყოფიერ მოღვაწეობას.
გმადლობთ, რომ ეწვიეთ საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდს. ვიმედოვნებთ, ის ხელს შეგიწყობთ, გაეცნოთ ინფორმაციას საქართველოს საელჩოს ყოველდღიური საქმიანობის შესახებ.
ამ მიზნით, ასევე, გთავაზობთ, დამატებით ეწვიოთ ჩვენს ფეისბუკის გვერდს https://www.facebook.com/GeorgiainBrazil/ და აუცილებლობის შემთხევაში ისარგებლოთ საელჩოს ცხელი ხაზით შემდეგ ნომერზე +55 61 33 66 11 01 (+23).