Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

აკრედიტებულია პერუს რესპუბლიკაში, სურინამის რესპუბლიკაში, კოლომბიის რესპუბლიკაში, გაიანას კოოპერატიულ რესპუბლიკაში და ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკაში

სურინამის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან

2026 წლის 2 თებერვალს, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სურინამის საგარეო საქმეთა მინისტრი, მელვინ ბოუვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. ღონისძიებას დაესწრო სურინამის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ მჭედლიშვილი (რეზიდენციით ქ. ბრაზილიაში).
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს სურინამის ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო და ყურადღება გაამახვილა კარიბის ზღვის ქვეყნების თანამეგობრობაში (CARICOM) სურინამის დღის წესრიგზე, რომლის თავმჯდომარეც ქვეყანა მომავალ წელს გახდება.
 
საქართველოს ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივებს.
 
მელვინ ბოუვამ გამოხატა მზაობა, ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებასა და მაღალ დონეზე აყვანას.