ელჩის შეხვედრა პერუს საგარეო საქმეთა სამინისტროში
პერუს რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ბრაზილია), ზურაბ მჭედლიშვილმა, ქალაქ ლიმაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა პერუს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ერიკ ანდერსონთან და სამინისტროს თემატური დირექტორატის წარმომადგენლებთან.
საქართველოს ელჩმა პერუს მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი მტკიცე პოზიცია მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გამყარებისთვის. თავის მხრივ, პერუს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ელჩს პერუს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობისათვის.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.
