Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

აკრედიტებულია პერუს რესპუბლიკაში, სურინამის რესპუბლიკაში, კოლომბიის რესპუბლიკაში, გაიანას კოოპერატიულ რესპუბლიკაში და ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკაში

საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაციის შეხვედრა ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროში

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი მირცხულავამ შეხვედრა გამართა ვაჭრობის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და კულტურის მიმართულებით ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექს ჯიაკომელი და სილვასთან და გიმარაეშ როზას ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბრაზილიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ მჭედლიშვილი.
 
შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის უკანასკნელ პერიოდში კულტურული ურთიერთობების გაღრმავების დადებით დინამიკას. განხილულ იქნა კულტურის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობის განხილვას. საუბარი ასევე შეეხო კულტურის სფეროში ურთიერთობების ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელობას, გამოცდილების ურთიერთგაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს. 

მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას.