„საქართველოს სიმფონიეტას“ კონცერტები ბრაზილიაში
2026 წლის 12-13 მაისს, საქართველოს კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მხარდაჭერითა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის - „საქართველოს სიმფონიეტას“ ორი კონცერტი გაიმართა რიო დე ჟანეიროსა და ბრაზილიის დედაქალაქში.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს მდიდარ კულტურული მემკვიდრეობასა და მრავალსაუკუნოვან მუსიკალურ ტრადიციებს. ელჩმა მადლობა გადაუხადა ბრაზილიურ საზოგადოებას ქართული მუსიკალური ტრადიციების მიმართ გამოჩენილი დიდი ინტერესისა და გამორჩეული მიღებისთვის.
პროექტი მიზნად ისახავდა ბრაზილიაში ქართული კულტურის მიმართ ცნობადობის გაზრდასა და ორ ქვეყანას შორის ხალხთაშორისი კავშირების ხაზგასმას. ორკესტრს ხელმძღვანელობდა ბრაზილიელი დირიჟორი და კონცერტების ფარგლებში შესრულდა ცნობილი ქართველი და ბრაზილიელი კომპოზიტორების ნაწარმოებები.
ღონისძიებებზე დამსწრეთა შორის იყვნენ ქვეყნის ოფიციალური პირები, დიპლომატიური კორპუსისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ღონისძიებები ფართოდ გაშუქდა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედიაში.
