რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემა სურინამის საგარეო საქმეთა სამინისტროში
2026 წლის 12 მარტს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სურინამის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. ბრაზილია), ზურაბ მჭედლიშვილმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა სურინამის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო საკითხთა და თანამშრომლობის მინისტრს, მელვინ ბუვას.
ცერემონიის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები და დადებითად შეაფასეს თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. ასევე, საქართველოს ელჩმა გამოხატა მზაობა, აქტიურად შეუწყოს ხელი, როგორც პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებასა და მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების ორგანიზებას, ისე ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გაღრმავებას.
საქართველოს ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა სურინამის მთავრობის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მელვინ ბუვამ თავის მხრივ წარმატება უსურვა საქართველოს ელჩს და კიდევ ერთხელ გამოთქვა სურინამის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერის მზაობა.
