Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

აკრედიტებულია პერუს რესპუბლიკაში, სურინამის რესპუბლიკაში, კოლომბიის რესპუბლიკაში, გაიანას კოოპერატიულ რესპუბლიკაში და ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკაში

თბილისის სახელობის სკვერის გახსნა ლიმაში

პერუს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ქ. ლიმას ცენტრალურ რაიონში მდებარე სკვერს თბილისის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას პოლიტიკური წრეების, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
 
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა პერუს რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ბრაზილია), ზურაბ მჭედლიშვილმა. გამოსვლაში ელჩმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ქართული კულტურის მიმართ მზარდ ინტერესზე.
 
ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ თბილისისა და ლიმას მეგობრობისადმი მიძღვნილი სკვერის გახსნა, რომელიც საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის მყარი მეგობრობისა და თანამშრომლობის სიმბოლოს წარმოადგენს, დამატებით შესაძლებლობას ქმნის სხვადასხვა სახის კულტურული აქტივობის განხორციელებისთვის, რაც კიდევ უფრო გაზრდის როგორც საქართველოს ცნობადობას, ისე ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებას.
 
საქართველოს საელჩო მადლობას უხდის ქ. ლიმას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა და პერუს რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულს პილარ დეზას აღნიშნული პროექტის აქტიური მხარდაჭერისა და გაწეული სამუშაოსთვის.