Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

აკრედიტებულია პერუს რესპუბლიკაში, სურინამის რესპუბლიკაში, კოლომბიის რესპუბლიკაში, გაიანას კოოპერატიულ რესპუბლიკაში და ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკაში

ელჩის შეხვედრა ბრაზილიის მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინოვაციებისა და კომუნიკაციების მინისტრთან

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - დავით სოლომონია ბრაზილიის მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინოვაციებისა და კომუნიკაციების მინისტრს, ასტრონავტ-მარკუს პონტესს შეხვდა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ბრაზილიას შორის სამომავლო სამეცნიერო ურთიერთობები და პერსპექტივები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ფუნდამენტური, გამოყენებითი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგში თანამშრომლობის მნიშვნელობას. აღინიშნა ერთობლივი კვლევების, სემინარების და სამეცნიერო გაცვლითი პროგრამების დაგეგმვა/განხორციელების და აკადემიური ხარისხის ურთიერთაღიარების შესაძლებლობები. ამ მხრივ, ყურადღება გამახვილდა მეცნიერების დარგში ორმხრივი თანამშრომლობის ინსტრუმენტების საშუალებებზე, რაც შექმნის სამეცნიერო და აკადემიურ წრეებს შორის ინსტიტუციურ სამართლებრივ ჩარჩოს.
 
საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე ერთობლივი ჩართულობის მიზნით, ხაზი გაესვა ორმხრივი სამეცნიერო და კვლევითი პროგრამების შესაძლო დაკავშირებას.
 
საუბრისას ასევე განხილულ იქნა ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც ორი ქვეყნის მეცნიერების, მკვლევარებისა და ინოვატორების საქმიანობის შესახებ ინფორმაციისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს.