სამუშაო ვიზიტი რიო დე ჟანეიროს შტატში
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა, რიო დე ჟანეიროს შტატში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა კულტურის სამსახურის ხელმძღვანელთან დანიელა ბაროსთან.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების დასახვას. საუბრისას ყურადღება გამახვილდა ბრაზილიაში საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის პროცესში კულტურის როლის გაძლიერების აუცილებლობასა და ამ თვალსაზრისით ახალი პროექტების განხორციელებაზე.
საქართველოს ელჩმა ისაუბრა უკანასკნელი წლების განმავლობაში კულტურის სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებსა და ქართული კულტურის მიმართ მზარდ საერთაშორისო ინტერესზე.
ბრაზილიურმა მხარემ ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირების განმტკიცების მზადყოფნა გამოთქვა.
