Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

აკრედიტებულია პერუს რესპუბლიკაში, სურინამის რესპუბლიკაში, კოლომბიის რესპუბლიკაში, გაიანას კოოპერატიულ რესპუბლიკაში და ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკაში

ელჩის შეხევდრა მინას ჟერაის შტატის გუბერნატორის საგარეო ურთიერთობათა სამდივნოს უფროსთან

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა, რეგიონალური ტურის ფარგლებში, შეხევდრა გამართა მინას ჟერაის შტატის გუბერნატორის საგარეო ურთიერთობათა სამდივნოს უფროსთან, იგორ ტამეირაო დე აზევედოსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს რეგიონებსა და მინას ჟერაის შტატს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა კულტურული ურთიერთობების გაღრმავების, ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციის, რეგიონების ქალაქებს შორის დამეგობრების, ორმხრივი გამოცდილების გაზიარების, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების რეალიზაციის საკითხებზე.

შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მზარდი ტენდენცია და არსებული პოტენციალის  სრულად ათვისების აუცილებლობა.

საქართველოს ელჩმა ისაუბრა, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები და ქვეყანა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვან აქტორად ჩამოყალიბდა, რამაც კიდევ უფრო ინტენსიური გახადა როგორც რეგიონის, ასევე შორეულ ქვეყნებთან თანამშრომლობა.

შეხვედრის დასასრულს, დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება და მხარეებმა დაადასტურეს მზაობა პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებისა და საერთო ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურების თაობაზე.