Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

აკრედიტებულია პერუს რესპუბლიკაში, სურინამის რესპუბლიკაში, კოლომბიის რესპუბლიკაში, გაიანას კოოპერატიულ რესპუბლიკაში და ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკაში

პერუს რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო

პერუს რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ბრაზილია) ზურაბ მჭედლიშვილმა, პერუს რესპუბლიკის მთავრობის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო პერუს რესპუბლიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის, კეიკო ფუხიმორის ინაუგურაციის ოფიციალურ ცერემონიაში.
 
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა პერუს ახლადარჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრთან, ალფონსო კარლოს ესპასთან, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და პერუს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებს.
 
ზურაბ მჭედლიშვილმა პერუს მხარეს საქართველოს ხელისუფლების მილოცვა გადასცა და გამოხატა მზაობა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.