Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

აკრედიტებულია პერუს რესპუბლიკაში, სურინამის რესპუბლიკაში, კოლომბიის რესპუბლიკაში, გაიანას კოოპერატიულ რესპუბლიკაში და ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკაში

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითა და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება, რომელიც ქართული კულტურისა და სპორტის მიმართულებებს მიეძღვნა. 

საღამოზე, რომელსაც ესწრებოდნენ ბრაზილიის სახელმწიფო უწყებებისა და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა და ორ ქვეყანას შორის არსებულ საერთო ღირებულებებზე ისაუბრა. ღონისძიების მონაწილეებს, ასევე, მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში სპორტის განვითარების ისტორიასა და ქვეყნის ხელისუფლების მიერ სპორტის განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

ღონისძიების ფარგლებში, ქართველი რეჟისორის ნანა მჭედლიძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ნაჩვენები იქნა ქართული კინოს გამორჩეული ნიმუში - „პირველი მერცხალი“. საღამო დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.