Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

აკრედიტებულია პერუს რესპუბლიკაში, სურინამის რესპუბლიკაში, კოლომბიის რესპუბლიკაში, გაიანას კოოპერატიულ რესპუბლიკაში და ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკაში

პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის შესახებ

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ეგიდით საკონსულტაციო კომპანია “Arthur D. Little”-ის ოფისში გამართა პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკის შესახებ სახელწოდებით „Georgia: A Cradle of Wine and a Hub of Opportunities“.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ბრაზილიური მხარისთვის საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის, საინვესტიციო მიმზიდველობის, ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, კონკურენტული უპირატესობებისა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებების გაცნობა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბრაზილიას შორის ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობასა და ორი ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურების, ბიზნესწრეებისა და შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის კონტაქტების გაღრმავების აუცილებლობას.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ბრაზილიის ფედერალური ხელისუფლების ორგანოების, შესაბამისი სამინისტროების, სახელმწიფო სააგენტოებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები, მათ შორის ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროებზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, მიმდინარე რეფორმების შედეგები, საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მიღწევები, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების უპირატესობები, ასევე საინვესტიციო შესაძლებლობები ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ტურიზმისა და მეღვინეობის სფეროებში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული ჰაბის, სტრატეგიულ როლს, მის სატრანზიტო პოტენციალს, განახლებადი ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივებსა და ქვეყნის უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას, მათ შორის მეღვინეობის რვაათასწლიან ტრადიციას.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ასევე შედგა ქართული ღვინის დეგუსტაცია.