Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

აკრედიტებულია პერუს რესპუბლიკაში, სურინამის რესპუბლიკაში, კოლომბიის რესპუბლიკაში, გაიანას კოოპერატიულ რესპუბლიკაში და ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკაში

შეხვედრების ბრაზილიის მინა ჟერაისა და რიო დე ჟანეიროს შტატებში

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა მინა ჟერაისა და რიო დე ჟანეიროს შტატებში რეგიონალური სამუშაო ტურნეს ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა ორო პრეტოს, ბელო ორიზონტეს, ტირადენტის და პეტროპოლისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

სამუშაო ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებას მუნიციპალურ დონეზე და სხვადასხვა მიმართულებით თანმშრომლობის სფეროების იდენტიფიცირებას. შეხვედრაზე განხილულ იქნა თვითმართველობის წარმომადგენლების ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონულ დონეზე არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

დაიგეგმა საგანმანათლებლო და კულტურული პროექტები. ბრაზილიურმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, ხელი შეუწყოს ზემოხსენებულ ქალაქებში არსებული ფესტივალებსა და გამოფენებში ქართველი ხელოვანების მონაწილეობას, რაც გაზრდის ბრაზილიის რეგიონებში საქართველოს ცნობადობას. ყურადღება გამახვილდა ქალაქების დამეგობრების საკითხზე და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას. 

ორივე შტატის მდიდარი ტურისტული ტრადიციების გათვალისწინებით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ტურიზმის, როგორც ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს და მისი პოპულარიცაზიის აუცილებლობას.