საქართველოს გამოსვლა COP-30-ის ლიდერთა სამიტის პლენარულ სხდომაზე
2025 წლის 7 ნოემბერს, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში, ქვეყნის პოზიცია წარადგინა ქალაქ ბელემში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 30-ე კონფერენციის (COP-30) ლიდერთა სამიტის პლენარულ სხდომაზე.
საკუთარ მოხსენებაში საქართველოს ელჩმა ბრაზილიურ მხარეს მადლობა გადაუხადა კლიმატის კონფერენციის მასპინძლობისთვის და გარემოს დაცვის საერთაშორისო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერობისთვის.
მოხსენების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში მდგრადი შედეგის მისაღწევად ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ამ პროცესში თითოეული ქვეყნის მიერ ეროვნულ დონეზე შესრულებული სამუშაოს მნიშვნელობაზე.
საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა გარემოს დაცვის გლობალური მიზნების მიღწევის პროცესში, საქართველოს აქტიურ ჩართულობას და პარიზის კლიმატის შეთანხმების ფარგლებში დადგენილი ნორმების მიმართ ერთგულებას.
სამიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ორმხრივი შეხვედრები გამართა როგორც სხვადასხვა დელეგაციების ხელმძღვანელებთან, ასევე, შტატ ბელემის გუბერნატორთან, ჰელდერ ბარბალიოსთან.
