შეხვედრა ასირ პიმენტა მადეირასთან
2026 წლის 5 თებერვალს, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა შეხვედრა გამართა ბრაზილიის პარლამენტის ზედა პალატის, ეროვნული სენატის პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსთან, ელჩთან, ასირ პიმენტა მადეირასთან.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო დიპლომატიის როლზე და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე. მხარეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
საუბარი ასევე შეეხო სენატში საქართველოს შესახებ შემეცნებითი ხასიათის პროექტის განხორციელებას, რაც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს ცნობადობას საკანონმდებლო ორგანოში.
მხარეებმა გამოხატეს მზაობა ახალ საფეხურზე იქნას გადაყვანილი საქართველოსა და ბრაზილიას შორის არსებული საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა.
