Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

აკრედიტებულია პერუს რესპუბლიკაში, სურინამის რესპუბლიკაში, კოლომბიის რესპუბლიკაში, გაიანას კოოპერატიულ რესპუბლიკაში და ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკაში

რიო-დე-ჟანეიროს საპატიო მოქალაქის წოდება საქართველოს ელჩს

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ ზურაბ მჭედლიშვილს, ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს საკრებულოს პრეზიდენტმა კარლო კაიადომ ორი ქვეყნის რეგიონებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და შტატის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთობლივი წარმატებული პროექტების განხორციელებისთვის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.
 
ოფიციალურ ცერემონიას, რომელიც საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართა და საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნებოდა, რიო-დე-ჟანეიროს შტატის მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აგრეთვე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და საზოგადოებრივი წრეების მაღალი დონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.