Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

აკრედიტებულია პერუს რესპუბლიკაში, სურინამის რესპუბლიკაში, კოლომბიის რესპუბლიკაში, გაიანას კოოპერატიულ რესპუბლიკაში და ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“. კონკურსის მიზანია ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ასევე, დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.

რწმუნებათა სიგელების გადაცემა სურინამის პრეზიდენტისთვის

რწმუნებათა სიგელების გადაცემა სურინამის პრეზიდენტისთვის

2026 წლის 13 მარტს, სურინამის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ბრაზილია) ზურაბ მჭედლიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა სურინამის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ჯენიფერ გერლინგ-სიმონსს.

რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემა სურინამის საგარეო საქმეთა სამინისტროში

რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემა სურინამის საგარეო საქმეთა სამინისტროში

2026 წლის 12 მარტს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სურინამის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. ბრაზილია), ზურაბ მჭედლიშვილმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა სურინამის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო საკითხთა და თანამშრომლობის მინისტრს, მელვინ ბუვას.

შეხვედრა ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლისა და ცერემონიალის დეპარტამენტის უფროსთან

შეხვედრა ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლისა და ცერემონიალის დეპარტამენტის უფროსთან

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა შეხვედრა გამართა ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლისა და ცერემონიალის დეპარტამენტის უფროსთან, ელჩთან, ფერნანდო ლუის იგრეჟასთან.

შეხვედრა ასირ პიმენტა მადეირასთან

შეხვედრა ასირ პიმენტა მადეირასთან

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა შეხვედრა გამართა ბრაზილიის პარლამენტის ზედა პალატის, ეროვნული სენატის პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსთან, ელჩთან, ასირ პიმენტა მადეირასთან.

სურინამის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან

სურინამის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან

2026 წლის 2 თებერვალს, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სურინამის საგარეო საქმეთა მინისტრი, მელვინ ბოუვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. ღონისძიებას დაესწრო სურინამის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ მჭედლიშვილი (რეზიდენციით ქ. ბრაზილიაში).