Republic of Suriname
ურთიერთობები საქართველოსა და სურინამის რესპუბლიკას შორის
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და სურინამის რესპუბლიკას შორის დამყარდა 2011 წლის 27 მაისს.
საქართველოსა და სურინამის რესპუბლიკას შორის მიმდინარეობს მუშაობა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მიმართულებით, მხარეებს შორის ფუნქციონირებს ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმი. პარალალურად, ვითარდება თანამშრომლობა ეკონომიკის, განათლების, კულტურის სფეროებში. წარმატებით ხორციელდება თანამშრომლობა აკადემიური გაცვლების კუთხით. სურინამის მხარე დაინტერესებულია საქართველოს საჯარო სექტორში განხორციელებული რეფორმების გაცნობით.
მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.